ვერცხლის ხელნაკეთი სამკაულები ნატურალური ქვებით და აქსესუარებით

არტ-ქეი

არტ-ქეი Art-K 2019 წლიდან აწარმოებს ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს ნატურალური ქვებით და აქსესუარებს , ხოლო 2024 წლიდან ამრავალფეროვნებს არჩევანს და სხვადასხვა ხელნაკეთ, მოხატულ ნივთებსაც გვთავაზობს. არტ-ქეი-ს დამფუძნებელია ქეთი ტურიაშვილი , რომელმაც 2019 წელს, პირველი საყურე საკუთარი თავისთვის დაამზადა, მას შემდეგ, რაც ბაზარზე სასურველი ფორმისა და კონკრეტული ქვებით აწყობილი ერთეული ვერ მოიძია.

თავდაპირველად, პროდუქციის რეალიზება ამერიკაში, პლატფორმა “ეთსის” საშუალებით დაიწყო. ქართველ მომხმარებლებს კი, კოლექცია მოგვიანებით, 2022 წელს წარუდგინა.

ბრენდს საყურეებისა და სამაჯურების ძალიან ბევრი მოდელი აქვს, ქმნიან ყელსაბამებსაც, 2024 წლიდან დაემატა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების ხაზებიც. არტ-ქეი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში. “ჩემი შთაგონება ნატურალური ქვებია, მათი ფორმები, ზოგჯერ შთაგონებაა თავად საჭიროება.” – გვიამბობს ქეთი.